პროექტი





 

 



1. პროექტის სახელი:   ,,ოქროს ხანა“.
2. პროექტის ავტორი:   დაწყებითი კლასის პედაგოგი - ეკა შარიქაძე
3.  სკოლა:  ქართულ-ამერიკული საერთაშორისო  სკოლა ,,პროგრესი“.
4. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეების ცოდნის  ხარისხის გაუმჯობესება და ინტელექტის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასწავლო პროცესისა. მოსწავლეებს მიეცემათ ლიტერატურა რომელიც უნდა წაიკითხონ გარკვეულ ვადაში, სიღრმისეულად გააცნობიერებენ ისტორიული ნაწარმოების   ჟანრს.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაიყოფა ორ ჯგუფად.  Iჯგუფი-წაიკითხონ დავით აღმაშენებლის ცხოვრების შესახებ, მისი რეფორმების. II ჯგუფი- წაიკითხონ თამარ მეფის შესახებ.
5. საგანი:  ქართული
6. დონე/ასაკი:  დაწყებითი საფეხური  / IVკლასი
7. ვადები/ ხანგრძლივობა :   1თვე
8. შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები: 
         ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თე-მაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების             დამოუკიდე-ბლად წაკითხვა.
ქართ. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკულ ნიშნების ამოცნობა.
ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილ.
ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.

9. მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები:
მოსწავლე შეძლებს :
მოიძიოს ლიტერატურა რომლებშიც იქნება აღწერილი სხვადასხვა საინტერესო მოვლენები, შეაგროვებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას და ამოიწერენ მას. გაუცვლიან ერთმანეთს მოსაზრებებს, მოვლენებს დაუკავშირებენ თანამედროვე ტექნიკის მიღწევებს და იმსჯელებენ .
 მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ უნარები: ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება; წიგნთან, კომპიუტერთან მუშაობის უნარი, კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნება. მოსწავლე შეძლებს  ზღაპრის, როგორც ლიტერატურის ჟანრის დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება,
10.  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვა:
ზოგადი კითხვა:   რა არის ისტორია?
                                     როგორ ვიმოგზაუროთ ოქროს ხანაში?
თემატური კითხვები:   რა მნიშვნელობა აქვს ისტორიას თანამედროვე ცხოვრებაში?  როგორ ლიტერატურას უნდა ვკითხულობდეთ ჩვენს ასაკში?  რას უნდა დააკვირდეთ კითხვის პროცესში?
როგორ ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს კითხვა?
11.   შეფასების გეგმა/შეფასების დროის ჩარჩო:
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე: მინილექცია მოსწავლეებთან  წიგნიერების საჭიროების შესახებ.გონებრივი იერიში,შეკითხვების დასმა.ჩემს მიერ მომზადებული რესურსების, ბმულებისა და რეკომენდაციების მიცემა.
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს: ისტორიული წიგნები  და ტექნოლოგია. მოახდინე შედარება წიგნსა და ტექნიკას შორის.
პროქტზე მუშაობის დასრულების შემდეგ:  კითხვარი მოსწავლეებისათვის პროექტით მიღებული ცოდნისა და პროექტის მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენილ პრობლემათა დასადგენად. პრეზენტაცია მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებით, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებას.
12. შეფასების მოკლე შინაარსი:
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის  აზროვნება და  მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს, თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ,  რამდენად კარგად  ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები და  გამოიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის. პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად.  რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების  კრიტერიუმს სხვადასხვა გადმოსახედიდან; მათ მოსწავლეები იყენებენ წერის დროს  საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. პრეზენტაციებიდან მოსწავლეების  პასუხები ზოგად შეკითხვაზე  გვაწვდიან ინფორმაციას,   როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.
13. საბაზისო უნარ-ჩვევები:                                                                                                                                               
ბიბლიოთეკაში მუშაობისა და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები
ტექსტის დამუშავების  უნარ–ჩვევები;
საპრეზენტაციო პროგრამის ცოდნა;
ჯგუფში მუშაობა.
14. სასწავლო პროცედურები:


გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებს დავუსვამ  შეკითხვებს: ,,რა არის ისტორია?“, რა არის დოკუმენტური მასალა?  მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებენ. ეს დაეხმარება  მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში, გამოვავლენ მოსწავლეების დამოკიდებულებას და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორ წარმოდგენებს.  გავაცნობ პუბლიკაციას მოსწავლეებს და მშობლებს  პროცედურების მოლოდინებისა და ვადების განხილვისთვის.   მივუთითებ ლიტერატურას, სადაც განთავსებულია წასაკითხი მასალა,  მივუთითებ, რომ ბიბლიოთეკიდან გამოიტანონ წიგნები (მოსწავლეები გაწევრიანებული მყავს სასკოლო ბიბლიოთეკაში, აქტიურად კითხულობენ ლიტერატურას და შემდეგ კლასში ვარჩევთ). 

დასკვნითი აქტივობა
ჩვენი კლასის მონიტორზე ვაჩვენებ სლაიდშოუს,  მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებს, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს.  გავუზიარებ ჩვენს ნამუშევრებს საზოგადოებას. 
15. დიფერენცირებული სწავლება:
სპეციალური სწავლება  -    სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე ირიცხება      კლასში, რომელშიც დავგეგმე ეს პროექტი . რომლიც  აქტიურადიყო  ჩართული პროექტში, ის დასაქმებული იყო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, აგრეთვე ჭრიდა და აწებებდა ინფორმაციას ფორმატზე.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები  - წავახალისებ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ         საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.  სამუშაოზე ფოკუსირების მიზნით;წავახალისებ, გამოიყენოს შედარებით მაღალტექნოლოგიური ელემენტები     პრეზენტაციის  შესაქმნელად.
16. პროექტისათვის საჭირო რესურსი:
სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სასწავლო მასალა,  ბიბლიოგრაფიული მასალები, ანიმაციური ფილმები, ტელევიზორი, ინტერნეტკავშირი, პრინტერი,  ფოტოკამერა, მობილური ტელეფონი,დაფა,ცარცი, ფერადი ფურცლები, ფორმატი, ფანქრები, კალმები.



No comments:

Post a Comment